თურქეთში ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა [video]

2022-08-29 11:16:00

თურქეთში ტურისტული ავტობუსი ხევში გადავარდა. [ვიდეო/video]

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.

ინციდენტი ბურსას პროვინციაში მოხდა.

წინასწარი ცნობით, ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ხევში გადავარდა. დაღუპულებს შორის არის ავტობუსის მძღოლიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები