როდის აღდგება რუსთავში წყლის მიწოდება

2022-08-18 20:58:55

დილის 10:00 საათიდან მთელ რუსთავს წყალი არ მიეწოდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ათობით რუსთაველი დაუკავშირდა და ჰკითხა, როდის აღდგება წყლის მიწოდება.

კომპანია "რუსთავის წყალს" წყლის მიწოდების გადავადების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შესაბამისად, ამ დროისთვის არაებული ცნობით, წყლის მიწოდება ქალაქის მასშტაბით 22:00 საათისთვის აღდგება.