ქვემო ქართლში ავარია მსხვერპლით დასრულდა

2022-07-26 21:24:01

სოფელ კოდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც შუა  ხნის კაცი გარდაიცვალა.

შემთხვევის დროს დაღუპული ბოლნისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ბარდაველიძეა.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.