გაუპატიურების 112 ფაქტი

2022-07-10 16:12:31

კონფლიქტების პირობებში სექსუალური ძალადობების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის  პრამილა პატენის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორგანიზაციამ რაშისტების მხრიდან  გაუპატიურების 112 ფაქტი დააფიქსირა, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რეალობასთან შედარებით."ის ადამიანებიც კი, რომლების სექსუალურ ძალადობას ცოცხლები გადაურჩნენ, ამ ფაქტებზე არ საუბრობენ სირცხვილის გამო. ", - აცხადებენ დამკვირვებლები.

ზოგადად, უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ამ სახის დანაშაულის 15 ათასი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. "ომი გრძელდება და ამგვარი დანაშაულების რაოდენობაც იზრდება," - აცხადებენ პროკურატურაში.