ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე

2022-07-06 11:04:44

საბერძნეთს 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს.

მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი, "ობობა" 26 ივნისს დააკავეს. ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბებს, ნარკოტიკული ნივთიერებებს ასმევდა და შემდეგ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, "ობობას" მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე. უწყება მის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.