რუსთავში ავტომობილი ბავშვს შეეჯახა

2021-06-30 23:17:22

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ბავშვს შეეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 5 წლის ბავშვმა გადასასვლელზე გადაირბინა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

დაშავებული მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც კლინიკის ბავშვთა გადაუდებელი განყოფილების ექიმმა, ელისო მაჩხაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

"სტაბილურად შემოვიდა და ასევე სტაბილურად გავუშვით. უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური თერაპია და მოსალოდნელი იყო რაიმე გართულება, ამიტომ გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში. 5 წლის ბავშვი იყო და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა სახის ძვლების და ბოლო ორი ნეკნის მოტეხილობა იყო, ისიც შეცილებითი არა. სიცოცხლისთან შეუთავსებელი არცერთი ტრავმა არ ჰქონია", - აცხადებს ექიმი. 

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები