სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

2022-06-25 12:11:31

თბილისში სისხლიანი დაპირისპირების დროს 3 კაცი დაჭრეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცებს შორის სიტყვიერი დაპირიპისრება სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით სამი პირი დაჭრეს. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 120 მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მსუბუქად დაზიანებას ითვალისწინებს.