ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 5-ვე მამაკაცი ადგილე გარდაიცვალა.
დაღუპულები შუახნის პირები არიან. მათ შორის ოთხი ზესტაფონის, ერთი კი ბათუმის მკვიდრია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი დაიწყო.