მედპერსონალზე ძალადობის ფაქტები რუსთავში

2022-01-23 00:01:56

"ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 6 თვის განმავლობაში, სამედიცინო პერსონალზე ძალადობის 40 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 რუსთავში.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, სალომე ლოლუამ “ინფო რუსთავს” განუცხადა, ერთ-ერთი ინცინდენტი რუსთავში არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკაში მოხდა.

მისივე განცხადებით, ქალაქის კლინიკებში ადგილი ჰქონდა მედპერსონალზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.

"ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" ინფორმაციით, არცერთ შემთხვევაში გამოძიება დაწყებული არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ პოლიციისთვის მიმართვისგან თავი სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა შეიკავეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები