იგეგმება თუ არა მგზავრობის გაძვირება რუსთავში

2021-12-22 17:45:27

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირების შესახებ, "ინფო რუსთავს" მოქალაქეები დაუკავშირდნენ კითხვით, ხომ არ იგეგმება მგზავრობაზე ფასის ზრდა რუსთავშიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელს, ჯურხა ბენდელიანს დავუკავშირდით. ბენდელიანის თქმით, რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ზრდა არ იგეგმება.

შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვლიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით ერთჯერადად სარგებლობა ძვირდება და 1 ლარი ხდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები