კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის კიდევ 2 ბაგა-ბაღში დაფიქსირდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, ვირუსის შემთხვევები N37 და N25 სააღმზრდელო დაწესებულებებში დადასტურდა.
ხუციშვილის ინფორმაციითვე, N37 ბაღში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელია, N25-ში კი თანამშრომელი.
სააღმზრდელო დაწესებულებებიდან არცერთის დახურვა არ მომხდარა. როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ბაგა-ბაღებში კონტაქტების წრის გამოკვლევა მოხდა.