მარიხუანის მოყვანა სახლის პირობებში

2021-10-23 16:20:50

ლუქსემბურგის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახლის პირობებში მარიხუანის მოყვანა და მოხმარება ლეგალური გახდება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ეს გადაწყვეტილება 832-ათასიან ლუქსემბურგში ნარკოპოლიტიკის სერიოზულ ცვლილებას ნიშნავს. ახალი კანონის მიხედვით, სრულწლოვან ადამიანს სახლის პირობებში, სახლის ერთ ბაღში მარიხუანის ოთხი ნერგის მოყვანა შეუძლია.

ასევე, იგეგმება კანაფის თესლის გაყიდვის ლეგალიზება მაღაზიებში, მათი იმპორტი და ინტერნეტით გაყიდვა. შეზღუდული რაოდენობით კომერციული მიზნებისთვის თესლის წარმოებაც დაშვებული იქნება.

მარიხუანის მოყვანა და მოხმარება მხოლოდ საკუთრი უძრავი ქონების ტერიტორიაზე იქნება დაშვებული. 3 გრამზე მეტი მარიხუანის ტრანსპორტირება და მოხმარება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

კოალიციურ მთავრობაში შემავალი „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმირება მისი მომხმარებლების „შავ ბაზარზე“ დამოკიდებულების შემცირებაა და ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის პრევენციაა.