დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ის მრავლობითი დაზიანებებით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მოზარდი ფანჯრიდან გადმოვარდა. ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.