ავარია რუსთავში, კოსტავას გამზირზე [video]

2021-09-25 22:57:20

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ გაჩერებულ ამწე-კალათის მანქანას, შემდეგ კი რკინის ჯებირს შეეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა ის, რომ "ბეემვეს" მარკის მსუბუქ ავტომობილს გზაზე ქვეითად მოისიარულემ გადაურბინა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.