რუსთავში კორონავირუსს 3 ქალი ემსხვერპლა

2021-09-24 18:15:45

რუსთავში, კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კოვიდ19-ის შედეგად გარდაცვლილი ქალები 61, 64  და 76 წლის არიან.

61 და 64 წლის პაციენტები მკურნალობას მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადიოდნენ.

ხოლო 76 წლის ქალი კლინიკა "რუსთავში" იყო მოთავსებული.

სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და არცერთი მათგანი არ ყოფილა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები