ვინც ვაქცინა გაიკეთა და...

2021-09-01 17:25:36

რაც უფრო რთულად გადაიტანა ადამიანმა ვაქცინაცია, მას რომ კოვიდი დამართნოდა, უმძიმესად გადაიტანდა ამ საშინელ დაავადებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

 „ვინც ვაქცინა გაიკეთა და ხელი ასტკივდა, სიცხე მისცა, გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა, ჩათვალეთ,  ამ ადამიანებს კოვიდი რომ დამართნოდა, უმძიმესი ფორმით გადაიტანდნენ. ეს ერთ-ერთი პატარა მინიშნებაა.

მაგალითად მე, ხელი ერთი დღე მტკიოდა, ცოტა მოთენთილი ვიყავი. მე რომ კოვიდი დამმართნოდა, უსიმპტომოდ, გრიპით არ გადავიტანდი. ცოტა მძიმედ გადავიტანდი, რადგან ვიგრძენი“, – განაცხადა ფხაკაძემ.