როგორ განვკარგოთ უკეთ ფინანსები კომპანიაში

2021-06-18 18:57:37

როგორ განვკარგოთ უკეთ ფინანსები კომპანიაში

ადამიანების ისტორიის მანძილზე, ცვილებებისა და განვითარების პარალელურად ჩვენი კეთილდღეობა ყოველთვის ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული. გადარჩენსთვის ბრძოლამ კი გააჩინა ისეთი საჭიროებები, როგორიცაა ფულის მოგროვება, სწორად განაწილება, ეფექტურად ხარჯვა და კონტროლი. კომპანიის დონეზე ეს პროცესი ბევრად უფრო კომპლექსურია, რომელსაც საკმაოდ დიდ კონტროლი და დაგეგმვა ჭირდება, ვინაიდან მენეჯერს უწევს სულ მცირე დეტალის გათვალისწინებაც კი, რაც ბადებს ფინანსების ისე განაწილების საჭიროებას, რომ საბოლოო მოგება ორგანიზაციისთვის კარგი შედეგი იყოს. ბუღალტრული ქაოსი ნამდვილად ის ფაქტორია, რომელიც ხშირად კომპანიას უამრავ სხვადასხვა პრობლემასა და თავსატეხს უქმნის, ამიტომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ეს სფერო მუდმივად დალაგებული და სწორად წარმოებული იყოს. ბუღალტერია მხოლოდ მშრალი ციფრების თვლა არ უნდა იყოს, ვინაიდან ის მოიცავს შედეგების დათვლასთან ერთად ანალიზს, სწორად განაწილებას და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ რომ სწორად დალაგებული ფინანსებითაა შესაძლებელი განისაზღვროს კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა, დაიძლიოს არასასურველი გამოწვევები და თავიდან იქნეს აცილებული არასახარბიელო მდგომარეობა.

სისტემატიზაცია ბუღალტერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აპექტია და ის არ უნდა იყოს ქაოტური ან რთულად გასაგები, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ყოველ გასათვალისწინებელ დეტალს და ჰქონდეს ერთიანი სახე. ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო ამ სფეროს განვითარებასაც და ახლა აღარ არის საჭირო კადრი მუდმივად ოფისში იჯდეს, რომელიც განუწყვეტლივ ფურცლებში ეძიება საჭირო ინფორმაციას. პანდემიის გავლენით ორგანიზაციებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოებაზე, რამაც ხელი შეუწყო უფრო პროდუქტიული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ასეთი ტიპის თანამშრომლობისას ის არის, რომ ნდობის ხარისხი ბევრად მაღალია, რადგან ბუღალტრული კომპანიისთვის საკუთარი წარმატება და იმიჯი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თავის თავშივე ნიშნავს პარტნიორი ორგანიზაციის წარმატებაზე ზრუნვას, რაც რა თქმა უნდა, მომავალში საკუთარ წარმატებად ითარგმნება. კარგად შესრულებული საქმე არასდროს იკარგება.

ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოებისას თავდაპირველად კონკრეტული ეტაპისთვის მდგომარეობის განსაზღვრა, ფინანსური რისკებისა და არასასურველი დანახარჯების დათვლა და წინა პერიოდებთან შედარებაა, რაც ხელს უწყობს სწორად განისაზღვროს მომდევნო ნაბიჯები და გადაწყვეტილებები უფრო მეტად გაზომვადი გახდეს. ამ პროცესის აღსასრულებლად ბუღალტრული კომპანიიდან გამოიყოფა ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც მიებმევა პარტნიორ ორგანიზაციას, დაინტერესდება ყველა საჭირო დეტალით და შეიტანს საჭირო კორექტირებებს, საბოლოო შედეგებს კი რეპორტის სახით გადასცემს მენეჯერს, რასაც საჭიროების შემთხვევაში დააყოლებს რჩევებს.

ბუღალტერია ხშირად ციფრების დათვლასთან ასოცირდება, თუმცა კარგი ბუღალტერი ამით არ დაკმაყოფილდება და რადგანაც ბუღალტერიის სწორად წარმოება ერთგვარი ხელსაწყოა მენეჯერული თუ სხვა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, ის ეცდება გავლენა მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე, შესაბამისი რჩევა მისცეს მენეჯერს, იყოს აქტიურად ჩართული პროცესებში და ხელი შეუწყოს დაგეგმოს სამომავლო გეგმების ოპტიმალურად დაგეგმვას, რაც ყოველი მენეჯერისთვის ერთგვარი ფუფუნებაა.

ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოება ნიშნავს პროფესიონალთა გუნდის სრულ ჩართულობას, ვინც მიხედავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი, დროული ბილინგი, ინვოისების კონტროლი, ჭკვიანური გამოქვითვები და მუდმივი კონსულტაციები ექსპერტებთან დამატებითი რჩევებისთვის. გუნდი მუდმივად ხაზზე იქნება და მენეჯერის კითხვებს ამომწურავად გასცემს პასუხებს, რის პარალელურადაც მოამარაგებს პროფესიონალური რჩევებით.