"გაუკეთდა თავის ტვინის ოპერაცია"

2021-07-27 10:25:57

3 წლის რუსთაველი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, ამ დრომდე მძიმედ ფასდება.

მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.

"ჩაუტარდა თავის ტვინის ოპერაცია. ბავშვს მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობები აღენიშნება. რჩება ისევ მძიმედ. მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს რუსთავში ბათუმის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 3 წლის ბავშვს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, საიდანაც მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები