თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

2021-07-23 16:10:33

თურქეთის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რომელშიც 45 მიგრანტი იმყოფებოდა, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთის საზღვაო გემები და თვითმფრინავი სამძებრო და სამაშველო ოპერაციებს აწარმოებენ.

სამინისტროში განცხადების თანახმად, მიიღეს ინფორმაცია, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საკურორტო ქალაქ კაშის სამხრეთ-დასავლეთით 259 კმ-ში ნავი იძირებოდა.

მათი ცნობით, ტერიტორიაზე ორი სამხედრო-საზღვაო ფრეგატი გაგზავნეს, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს სამხედრო-საზღვაო თვითმფრინავთან ერთად ასრულებენ.