ცნობილი პედიატრის რჩევები

2021-07-01 17:27:00

ცნობილი პედიატრის, სოფიო სულავას 11 რჩევა თუ როგორ დავიცვათ ბავშვები კორონა ვირუსისგან

1. ხელები უნდა დამუშავდეს სწორად
ვიღებთ საპონს და ვიქცევთ ორივე ხელში, ვასველებთ თბილი წყლით და ვაქაფებთ 20 წამის განმავლობაში. უნდა გავსაპნოთ ფრჩხილები, თითები, კანი თითებს შორის, და მაჯებიც კი. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ნიჟარასთან წამზომი გვედოს, საკმარისია 20–მდე დათვლა.

2. ჩაანაცვლეთ ნაჭერი ხელსახოცით
ხელის დაბანის შემდეგ გამოვიყენოთ ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც უტილიზირებული უნდა იყოს ერთჯერად ხელსახოცებთან.

3. ანტისეპტიკური გელი ეფექტურია
თუ არ ხართ ნიჟარასთან ახლოს გამოიყენეთ ანტისეპტიკური გელი – რომელიც ეფექტურია, განსაკუთრებით, თუ ალკოჰოლს შეიცავს.

4. ნუ დატვირთავთ ბავშვებს ანტივირუსული მედიკამენტებით
ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თერაპია არ არის ეფექტური აღნიშნული ვირუსის პრევენციისთვის.

5. ქლორი ამარცხებს კორონა ვირუსის ბაქტერიას
ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზი. ასევე, იგი ვრცელდება დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი შეიძლება განაგრძობდეს აქტივობას ხელზე, დაუჟანგავ მეტალზე, პლასტიკატზე და ქსოვილზე (რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საპნით ხელის ხშირი დაბანის აუცილებლობას). ზედაპირი საგულდაგულოდ უნდა გასუფთავდეს ქლორის კონცენტრირებული სხნარით. ქსოვილის წარმატებით დამუშავება შესაძლებელია ფხვნილითა და გამზეურებით.

6. გამოიყენეთ ნიღაბი
სამედიცინო ნიღბით, გარკვეული ხარისხით, ხდება ფილტრაცია.

7. გაანიავეთ სახლი
აუცილებლად გაანიავეთ სახლი, დღეში 4–5 ჯერ 15–20 წუთით. ჰაერის ცირკულაციის დროს მცირდება ვირუსით დაავადების ალბათობა.

8. დააკვირდით ბავშვს
მაქციეთ ყურადღება მცირეწლოვანს: ცუდ განწყობაზე ხომ არ არის? ძილიანობისკენ მიდრეკილი ხომ არ გახდა? ვირუსი შეიძლება დაიწყოს ყოველგვარი კატარული ნიშნების გარეშე.

9. დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე
ბავშვი უნდა გაიყვანოთ გარეთ, ნუ დატოვებთ მას სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ვირუსის გეშინიათ. ცხოვრების აქტიური წესი და სუფთა ჰაერი მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

10. შეინარჩუნეთ სიმშვიდე
სიმშვიდე ყოველთვის გამარჯვების გარანტიაა. განაგრძეთ ჩვეული რიტმით ცხოვრება და არ აჰყვეთ ემოციებს.

11. შეაფასეთ რეალობა ადეკვატურად
მოდით, შევადაროთ სეზონური გრიპი და კორონა ვირუსი, 2019–2020 წლებში A და B ტიპის ვირუსებით დაავადდა 29 მილიონი ადამიანი, მხოლოდ ამერიკაში ჰოსპიტალიზირებული იყო 280 000 პაციენტი, მსხვერპლმა კი მიაღწია 2000–ს. გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, ფრინველისა და ღორის გრიპით წელიწადში 650 000 კაცი იღუპება, იმ ფონზე, რომ არსებობს A და B ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ანტივირუსული პრეპარატი. თუ გავავლებთ პარლელებს კორონა ვირუსსა და სხვა ვირუსებს შორის, დავინახავთ, რომ საგანგაშო არაფერია, ამიტომ მოგიწოდებთ რეალობის ადეკვატურად შეფასებისკენ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ჩვენ, ექიმები თქვენ გვერდით ვართ.