იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება

2021-05-11 15:33:14

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა დაიწია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ.

რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. 55 წლის ნაცვლად ხვალ დღის ბოლოდან "ასტრაზენეკას" ვაქცინაციისთვის დაჯავშნას შეძლებენ მოქალაქეები 45 წლის და ზემოთ ასაკში“,- განაცხადა გაბუნიამ.