მადრიდის ცენტრში 31 წლის ქართველმა მძევლები აიყვანა [video]

2021-05-11 12:54:42

ესპანეთში, მადრიდის ცენტრში 31 წლის საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ფ. ცნობილ საიუველირო მაღაზია "ერმიტაჟში" შეიჭრა და მძევლებიც აიყვანა. [ვიდეო/video]

ამის შესახებ ესპანური გამოცემები წერენ. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაიჭრა ორი პირი. ერთი მაღაზიაში მომუშავე, ხოლო მეორე სამართალდამცავი.

სამართალდამცავებმა სამკაულების მაღაზიაში შეჭრილი ქართველის დაკავება მაინც შეძლე. ესპანური მედიის ცნობით,  კონსტანტინე ფ.  ქურდობისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები