კოვიდვაქცინაცია რუსთავში

2021-05-10 19:54:02

რუსთავში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო 1254 ვაქცინა გაკეთდა.

სამედიცინო დაწესებულებებში მისულებს ორი სხვადასხვა, "ასტრაზენეკასა" და "სინოფარმის", ვაქცინით ცრიან.

საერთო რაოდენობიდან 937 პირი კლინიკა "რუსთავში" აიცრა, სადაც სულ 718 "ასტრაზენეკასა" და 219 "სინოფარმის" ვაქცინა გაკეთდა.

146 ადამიანი "სინოფარმით" აიცრა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

ხოლო N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩინური ვაქცინით 80-მდე პირი აიცრა.