რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2021-05-08 19:56:09

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 25 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული 106 სწრაფი ტესტიდან დადებითი 23 აღმოჩნდა.

2 ახალი შემთხვევა სამედიცინო დაწესებულებაში "პისიარ" ტესტირების შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულლი 74 სწრაფი ტესტიდან დადებითი 14 აღმოჩნდა.

2 ახალი შემთხვევა კლინიკაში "პისიარ" კვლევის შედეგად დაფიქსირდა.