ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-07 19:18:51

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 21 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში 174 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩატარდა.

13 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში კი "პისიარ" კვლევაზე ლაბორატორიაში გაიგზავნა.

კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულლი 103 სწრაფი ტესტიდან დადებითი 12 აღმოჩნდა.

4 ახალი შემთხვევა კლინიკაში "პისიარ" კვლევის შედეგად დადასტურდა. ლაბორატორიაში გაიგზავნა 12 ნიმუში.