რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 150 ლარით

2021-05-11 00:56:56

რუსთაველები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალოჰოლს მოიხმარენ 50 ლარიდან  150 ლარამდე დაჯარიმდებიან.

კერძოდ,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სასმელების სმისათვის შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში:

1 სტადიონზე,

2 სკვერში,

3 პარკში,

4 ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში,

5 სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

სხვა საზოგადოებრივ ადგილში იგულისხმება - საჯარო სივრცეში (მაგ., ქუჩა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი, ხიდი, გვირაბი, სადარბაზოები და სხვ.), ორი ან ორზე მეტი პირის შეკრების ადგილი.

პასუხისმგებლობა არ გამოიყენება სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებთან, იმ ადგილებთან, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება.

აღნიშნული ქმედების პირველად ჩადენისთვის მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 50-დან 150 ლარამდე, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში - ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.