ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოიხსნა

2021-04-16 19:20:06

რუსთაველი მსახიობი ბესო ზანგური შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა დროებით ყველა როლიდან მოხსნა - ამის შესახებ თეატრმა ოფიციალური ბრძანება გამოსცა.

ბრძანებას ხელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა აწერს.

"საქართველოს შრომის კოდექსის, თეატრის დებულებისა და თეატრის შრომის შინაგანაწესის საფუძველზე ვბრძანებ:

1. თეატრის მსახიობი ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით);

2. მის ნაცვლად სპექტაკლებში როლებზე დაინიშნოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული მსახიობი;

3. ბრძანება აღსასრულებლად გადაეცეს თეატრის კადრების სამსახურს;

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე," - აღნიშნულია ბრძანებაში.