მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-04-08 00:54:45

 საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში კი +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

8-9 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე დათბება.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია  მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-9 აპრილს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 აპრილი +29°C, 9 აპრილი +26°C, 10 აპრილი +24°C, 11 აპრილი +22°C.

RUSTAVI