რუსთავში 209 პირი კოვიდ19-ზე შეამოწმეს

2021-04-07 19:59:09

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 5 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 130 პირი შემოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 3 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 79 პირი შემოწმდა.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI