იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება

2021-03-30 16:16:05

იტალია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის 5-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებმა კორონავირუსზე ტესტი იტალიაში ჩასვლამდე, განმეორებითი ტესტი კი კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა ჩაიტარონ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდე ხანს დარჩება ძალაში ახალი შეზღუდვა.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში მსგავსი წესი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის უკვე მოქმედებს.

RUSTAVI