Messenger, Instagram და Whatsapp შეფერხებით მუშაობს

2021-03-19 21:43:57

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში Facebook-ის Messenger-ი, instagram-ი და Whatsup-ი შეფერხებით მუშაობს.

მომხარებლები, რომელთაც აპლიკაციებზე წვდომისას პრობლემები შეექმნათ წერენ, რომ ვერ გზავნიან ტექსტური შეტყობინებების, რადგან აპლიკაციასთან დაკავშირება ვერ ხდება.

სამივე აპლიკაციის მფლობელი კომპანა Facebook-ია, სადაც შეფერხების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა შეფერხება აისახა პლატფორმა Downdetector-ზე, სადაც მომხმარებლები ევროპის, ამერიკისა, აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან წერენ, რომ ისინი აპლიკაციებს ვერ იყენებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები