CO-თი ინტოქსიკაცია რუსთავში

2021-03-13 00:14:26

რუსთავში, შარტავას გამზირზე ერთი ოჯახის 4-მა წევრმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით 50 წლამდე ცოლ-ქმართან ერთად მათი 11 და 17 წლის შვილები მოიწამლნენ. ასევე, CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო ოჯახში სტუმრად მყოფმა ბავშვმაც, რომელიც 10 წლისაა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" 4 პირი გადაიყვანა, ოჯახში სტუმრად მყოფი არასრულწლოვანი კი, სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით შეიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები