Facebook-მესინჯერი შეფერხებით მუშაობს

2021-02-25 19:52:40

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში Facebook-ის მესინჯერი შეფერხებით მუშაობს.

მომხარებლები, რომელთაც აპლიკაციაზე წვდომისას პრობლემები შეექმნათ, თავიანთ პირად გვერდზე წერენ, რომ მესინჯერში ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას ვერ ახერხებენ, რადგან აპლიკაციასთან დაკავშირება ვერ ხდება.

პრობლემის მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით Facebook-ს არ გაუკეთებია, თუმცა შეფერხება აისახა პლატფორმა Downdetector-ზე, სადაც მომხმარებლები ევროპის, ამერიკისა და კავკასიის ქვეყნებიდან წერენ, რომ ისინი შეტყობინებებს ვერ აგზავნიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები