კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-02-25 19:50:54

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 8 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 115 პირი შეამოწმეს.

შემოწმებულებს შორის 20 მასწავლებელი იყო, რომელთაგან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა.

6 ანტიგენზე დამყარებული ტესტი გაკეთდა კლინიკა "რუსთავში", როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, ვირუსი არცერთ შემოწმებულ პირს არ აღმოაჩნდა.