რუსთავში ახალი ტაძარი აშენდა [photo]

2021-02-25 23:41:58

რუსთავის ეპარქიას კიდევ ერთი ტაძარი შეემატა.

მე-14 მიკრორაიონში, ახლადაშენებულ წმინდა მამა გაბირიელის სახელობის ტაძარში 1-ელი წირვა-ლოცვა უკვე აღევლინა.

წირვა-ლოცვას ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ესწრებოდა.

წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის წინამძღვრად მამა გიორგი გურული იქნა დადგენილი, ტაძარში ასევე იმსახურებს მამა გიორგი მაისურაძე.

წინამძღვრის თქმით, აღნიშნული ეკლესია რუსთავში 2015 წლიდან შენდებოდა.

ტაძრის მთავარი ქტიტორი რუსთაველი მამუკა ტარტარაშვილია. როგორც ის "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, ეკლესიაში სამუშაობი ჯერჯერობით დასრულებული არაა და მალე ფრესკების მოხატვა დაიწყება.

ტაძრის კურთხევა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები