გვინეაში ებოლა ეპიდემიად გამოაცხადეს

2021-02-15 00:27:29

გვინეაში ებოლა, მას შემდეგ რაც ვირუსს სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალურად ეპიდემიად გამოაცხადეს.

გარდაცვლილებსა და კიდევ 4 პიროვნებას ვირუსის საწყის ეტაპზე ჯერ დიარეა, ღებინება და შემდეგ სისხლდენა დაეწყოთ. ყველა მათგანი, სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელების პირველწყაროს დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

მთავრობის წევრების განცხადებით, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ახლადშემუშავებულ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით შეიძენენ.

2013-დან 2016-წლამდე ებოლას ეპიდემიას აფრიკის დასავლეთ ნაწილში 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემია მაშინაც გვინეადან დაიწყო.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაცია სრულ მზადყოფნაშია და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან კონტაქტი აქვს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საჭირო რაოდენობის ვაქცინის დოზა რაც შეიძლება მალე მივაწოდოთ ქვეყანას",- განაცხადა გვინეაში ჯანმოს წარმომადენელმა ჯორჯ კი-ზერბომ.

როგორ დაიწყო ებოლას ვირუსის გავრცელება?

ქალაქ ნზერეკორეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გუეკეს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მედდა მუშაობდა, რომელიც 28 იანვარს გარდაიცვალა.

შესაძლოა სწორედ მისი პანაშვიდი გამხდარიყო ვირუსის გავრცელების წყარო, რადგან ხალხის გარკვეულმა ნაწილმა გარდაცვლილის სხეულის განბანაში მიიღო მონაწილეობა.

ებოლა ინფიცირებული ცხოველიდან ადამიანზე გადადის. ადამიანებს შორის ვირუსი ინფიცირებული პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით გადაეცემა.

RUSTAVI