ეპიდსიტუაცია რუსთავში

2021-01-31 22:47:58

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შვიდივე შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 28 პირს ჩაუტარდა.

გატესტილებს შორის იყო ტაქსის მძღოლიც, თუმცა მას ინფიცირება არ დაუდგინდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები