რომელ 3 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

2016-09-20 10:40:51

აშშ-ს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ სკოლების სარეაბილიტაციო პროექტში რუსთავის სამი საჯარო სკოლაც მოხვდა. აშშ-ს მთავრობამ საქართველოს 100 სკოლის რეაბილიტაციისთვის 54 მილიონი დოლარი გამოყო, ამ დროისთვის 12 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ფონდის დაფინანსებით სარემონტო სამუშაოები რუსთავის №4, №15 და № 28 სკოლებსაც ჩაუტარდებათ. აღნიშნული სკოლების დირექტორების განცხადებით სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ ახალი წლიდან დაიწყება, რაც მათი მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილებას გამოიწვევს.



№4 სკოლა - დილის ცვლა №10 საჯარო სკოლაში, 1-დან 6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი №22-ე საჯარო სკოლაში გადაინაცვლებენ.
№28 სკოლა - მოსწავლეების გადანაწილებისთვის რამდენიმე სკოლის ალტერნატივას განიხილავს, მათ შორის №5, №8 და №23 საჯარო სკოლებს.
№15 სკოლა - ყველა მოსწავლე კი №25 საჯარო სკოლის მე-2 ცვლაში გადაინაცვლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების კონკრეტული დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.