რუსთაველი სპორტსმენის ბიუსტი

2021-01-17 17:38:43

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ყველაზე ძლიერი რუსთაველი სპორტსმენის, გიორგი დოინჯაშვილის, სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც მისი ბიუსტიც განათავსეს.

როგორც "ინფო რუსთავს" სპორტსმენის მეუღლემ, ნანა ტაბატაძემ, განუცხადა, ოჯახის წევრებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ გიორგი დოინჯაშვილის სახელი უკვდავეყოთ. სწორედ ოჯახის წევრებისა და მისი მეგობრების დახმარებით მოხდა სკვერის მოწყობა.

იდეის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოება „რუსთაველებიც“.

სპორტსმენის ბიუსტის ავტორი რუსთაველი მოქანდაკე ლაშა გოჩიტაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ძლიერი რუსთაველი 2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

გიორგი დოინჯაშვილი ძალიან წარმატებული სპორტსმენი იყო, იგი მამაკაცთა შორის აღმოსავლეთ ევროპისა და არნოლდ კლასიკ ევროპის 2015 წლის ჩემპიონი  ტიტულების მფლობელი იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები