CO-თი ინტოქსიკაცია რუსთავში

2021-01-18 00:02:48

რუსთავში მე-7 მიკრორაიონში CO-თი ერთი ოჯახის 3 წევრი მოიწამლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შუახნის მამაკაცმა, მისმა 24 და 17 წლის შვილებმა მიიღეს.

"სუნი და მსგავსი რამე არ ყოფილა. ვბანაობდი და მაგ დროს გავხდი ცუდად. გამოვედი აბაზანიდან და ჩემს ძმას დავუძახე, რომ წნევა გაეზომა. წამალზე რომ გავუშვი, გონება დაკარგა. ორივე რომ ცუდად ვიყავით მაგ დროს მივხვდით, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. წამალი რომ მოჰქონდა ჩემს ძმას, მაგ დროს დავარდგა მეტლახზე, ხმაურზე სამზარეულოდან მამაჩემიც გამოვიდა. მანაც მითხრა, ხმაურზე მოვედი გონს, თორე მეც ვითიშებოდიო. სასწრაფოს გამოძახება მე მოვახერხე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ელენე ფოჩხიძემ.

CO-თი მოწამლული სამივე პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ამ დროისთვის ელენე და მამამისი ბინაზე არიან გაწერილები, ხოლო მისი არასრულწლოვანი ძმა, რომელმაც დავარდნის დროს მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები