18 იანვარს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-01-17 12:30:38

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 იანვარს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის, ბალანჩივაძის, მშენებელთა, სამგორის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.