ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-01-13 11:29:12

რუსთავში, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს "ნისანის" მარკისა და "კიას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI