რუსთავის მერია საახალწლოდ მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვეტერანებს და მოხუცთა სახლის ბენეფიციარებს საახალწლოდ ნობათს გადასცემს.
შობა-ახალ წელთან დაკავშირებით სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საჩუქრების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იმ ტკბილეულის ჩამონათვალი, რომელიც საახალწლო კალათაში იქნება მოთავსებული, ასეთია: რძიანი და შავი შოკოლადების ასორტი, რძიანი შოკოლადის მინი ბატონების შეფუთვა, ორცხობილების ნაკრები და ხრაშუნა ვაფლების შეფუთული ნაკრები.
აღნიშნული პროგრამისთვის 14 876 ლარი დაიხარჯება.