გაძვირდება თუ არა რუსთავში პური

2020-12-03 11:29:17

"თუ ფქვილის ფასი კიდევ გაძვირდა, პურის გაძვირება ჩვენც მოგვიწევს", - ასე პასუხობენ რუსთავში არსებულ საცხობებში "ინფო რუსთავის" კითხვას, გაიზრდება თუ არა პურის ფასი ქალაქში.

როგორც საცხობებში გვიყვებიან, 1 ტომარა ფქვილის ფასი 61 ლარი გახდა, როცა იგივე ხარისხისა და რაოდენობის ფქვილს აქამდე 54 ლარად ყიდულობდნენ.

კითვის საპასუხოდ, რის ხარჯზე ახერხებენ, გაძვირებული ფქვილის ფონზე, ფასი შეინარჩუნონ, საცხობებში აცხადებენ, რომ შემცირებულია პურის წონა.

"20 გრამი მოვაკელით. ჩვენ 500 გრამიანი პურები გვქონდა, ახლა კი 480 გრამია. ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, თუმცა, როგორ გადაწყდება ჯერ არ ვიცით", - ამბობენ პურპროდუქტების მწარმოებელ ერთ-ერთ ობიექტში.

რუსთავში ათეულობით საცხობია, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა სახეობის პურს აცხობენ.

ზოგიერთი პურპროდუქტების მწარმოებლი ამბობს, რომ თუ ფქვილის ფასმა კიდევ მოიმატა, პურზე კი არსებული ფასების შენარჩუნება მოუხდათ, წონის შემცირება მნიშვნელოვნად მოუწევთ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები