შეზღუდვები ძალაში დღეიდან შედის

2020-12-01 12:51:01

კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის შესაჩერებლად თურქეთის ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო დღეებში, 21:00-დან 05:00 საათამდე და ყოველი პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ამასთან, ქვეყანაში 20 წლამდე და 65 წელს გადაცილებული პირებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა.

ერდოღანის თქმით, ზოგი სექტორი, მათ შორის წარმოება, მიწოდება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა, „კომენდანტის საათისაგან“ თავისუფლდება. შაბათ-კვირას მოქმედი „კომენდატის საათი“ არ შეეხება იმ მაღაზიებსაც, რომლებიც სახლში მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ.

შეზღუდვები ძალაში დღეიდან შედის.