საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა. ამ ეტაპზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს რუსთავში. #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ ეტაპზე უკვე დათვლილია 30 უბანი.
ხმები ასე გადანაწილდა:
ნინო ლაცაბიძე- 6 180
დავით კირკიტაძე- 953
ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.
მეორე ტურში არ მონაწილეობდა დავით კირკიტაძეც, რომელიც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ნაციონალური მოძრაობიდან. კირკიტაძემ თავის ამომრჩეველებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებზე არ მისულიყვნენ და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიეღოთ.