ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-11-21 20:35:09

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხში, სოფელ აფენში. არსებული ინფორმაციით, კაცს, რომელიც გზაზე გადადიოდა, ფორდის მარკის სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

RUSTAVI