რამდენმა რუსთაველმა მისცა ხმა 2 საათის განმავლობაში

2020-11-21 17:59:38

რუსთავში, 17:00 საათის მონაცემებით, ხმა 21 122 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 19.65%-ია. მონაცემებით ირკვევა, რომ 15:00 საათის შემდეგ, რუსთავში არსებულ საარჩევნო უბნებზე 3 792 ამომრჩეველი იმყოფებოდა.

ინფორმაცია ამის შესახებ “ინფო რუსთავს” რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის ამ დროის მონაცემებთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა, დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლებია. 31 ოქტომბერს, 17:00 საათისთვის, საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული 48 704 ადამიანს ჰქონდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 45,33%-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, რუსთავში 108 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI