რუსთავში 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად დაახლოებით 59 500 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 55,38%-ს შეადგენს.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
ქალაქის მასშტაბით სულ 6 საჩივარი დაიწერა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის განცხადებით, უბნებზე მცირედი დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
რუსთავში სულ 84 საარჩევნო უბანია და დამატებით 6 სპეცუბანი, რომელთა შორის 3 პენიტენციურ დაწესებულებაშია, ხოლო 3 კოვიდსასტუმროში.
ამომრჩეველთა სრული რაოდენობა კი 107 425-ია.
შეგახსენებთ, რომ მე-12 სამაჟორიტარო ოლქში რუსთავთან ერთად გარდაბნის 10 თემი, 19 სოფლით შედის. ამ დროისთვის არაა ცნობილი, როგორ იყო გარდაბნის სოფლებში ამომრჩეველთა აქტივობა.