17-18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 ოქტომბერი +26°C, 18 ოქტომბერი +26°C, 19 ოქტომბერი +27°C, 20 ოქტომბერი +25°C.